суббота, 15 февраля 2014 г.

რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომის ნიმუშები და დავიწყე მუშაობა იმაზე როგორი ნაშრომი შეიძლება გავაკეთებინო  ჩემს მოსწავლეს, თან უნდა გავითვალისწინო მოსწავლეთა დიფერენცირება და ნაშრომიც გადავამოწმოთ რუბრიკის საშუალებით

რეფლექსია
დავიწყე  პროექტის დაგეგმვაზე მუაობა   მიზნებისა და შედეგების რუბრიკაზე. გადავხედეთ ბლუმის ახალ ტაქსონომიას, გავითვალისწინეთ საკვანძო სიტყვები, სწორედ  მაღალი სააზროვნო უნარები, შერჩეული უნდა იყოს ისეთი აქტივობები რომელიც მოსწავლეს განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარებს. პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტების შესახებ ჩვენი მოსაზრებები, დავეხმარეთ ერთმანეთს საკვანძო კითხვების შემუშავებაში, დავხაზეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა და ჩამოვყალიბდით იმ აქტივობებში, რომელიც შეიძლება მოსწავლეებს მიეცეს პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და პროექტზე მუშაობის დამთავრებისას.  ვისაუბრეთ უკუკავშირზე, რომელიც ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანია, გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას, ვისწავლე ინტერნეტიდან ვიდეოს ლინკის გადმოწერა.



суббота, 8 февраля 2014 г.

რეფლექსია
დავიწყეთ მე-2 მოდული
გავარჩიეთ მიზნებისა და სტანდარტების რუბრიკა, ბლუმის ტაქსონომიის საკვანძო სიტყვები, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი თემები და ვიმსჯელეთ საკვანძო კითხვებზე, გავწერეთ ჩვენი ზოგადი, თემატური და შინარსობრივი კითხვები

понедельник, 3 февраля 2014 г.

არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს

რეფლექსია1
 ინტერესი გამოიწვია ჩემში პროექტული სწავლების ახალმა მიდგომამ, უფრო სხვა თვალით შევხედე ყოველივე ამას, მივდიოთ 21-ე საუკუნის ცხოვრების ტალღას და კიდევ უფრო გავიმდიდროთ სასწავლო პროცესი. ახლებურად შევხედე  პროექტების კეთების  თანმიმდევრობას და ისტ-ტექნოლოგიების გამოყენების უფრო მეტ მნიშვნელობას. მომეწონა ახალი გზამკვლევიც და დამაინტერესა მისმა გამოყენებამ, შევუდექი პროექტის იდეის განხორციელებას, გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკას, შევქმენი ჩემი პორტფოლიო, შევქმენი ბლოგი, დავგეგმე პუბლიკაცია,იმედია საინტერესო პროექტი გამომივა.